წესით, რეალისა და ჟირონას მატჩი დიდი აფიშით არ უნდა გამოირჩეოდეს, თუმცა წლევანდელი ლა ლიგა ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს.
კატალონიური კლუბი ამ მომენტისთვის ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და რეალს სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება.
შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ჟირონა რეალს ტახტიდან ჩამოაგდებს და პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი წრის დაპირისპირება ამავე კლუბებს შორის კარლო ანჩელოტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, - 0:3.
დღევანდელი შეხვედრა 21:30-ზე დაიწყება.