ნაპოლის იტალიელმა შემტევმა, მატეო პოლიტანომ, კლუბთან ხელშეკრულება გაანახლა.
ინფორმაცია თავდაპირველად აურელიო დე ლაურენტისმა გაავრცელა, შემდეგ განცხადება ნაპოლის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. პოლიტანოს არაბული კლუბები იწვევდნენ, მაგრამ აღნიშნულზე ფეხბურთლმა უარი განაცხადა და ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააგრძელა.
არაოფიციალური ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელი ნაპოლიში ახალი კონტრაქტის თანახმად სეზონში 3 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებს.
მატეომ კარიერა რომაში დაიწყო, შემდეგ სასუოლოსა და ინტერშიც ითამაშა, ხოლო 2020 წელს ნაპოლის მიაშურა, სადაც 175 მატჩში თავი 29 გოლით და 24 საგოლე პასით გამოიჩინა.