იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ნაპოლიმ რომას 1:0 მოუგო, ხვიჩა კვარაცხელია კი მინდორზე 67 წუთის განმავლობაში დატოვეს.
როგორც კადრებში ნახავდით, კვარა ნაადრევმა შეცვლამ შესამჩნევად გააღიზიანა, გაურკვევლობის ასახსნელად კი კონტე ქართველს პირადად ესაუბრა.
Il Mattino წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული და სწორედ ეს იყო ის, რაც მან მთავარ მწვრთნელს პირადად უთხრა.