ქართულ მედიაში ვრცელდება გიორგი მამარდაშვილის სპორტული აგენტის, ლევან სეთურიძის კომენტარი, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ტალანტსა და ესპანურ ბეტისს შეეხება.
როგორც ლევან სეთურიძე ამბობს, არსებობს შანსი, რომ 16 წლის ვახო სალია ანდალუსიურ კლუბში გადავიდეს:
"შეგვიძლია ვისაუბროთ ვახო სალიაზე, რომელმაც 16 წლის ასაკში, დინამო თბილისის შემადგენლობაში ითამაშა. პირდაპირ გეტყვით, რომ მისით ბეტისია დაინტერესებული. ამ ბიჭს ნამდვილად აქვს პერსპექტივა, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს", - ამბობს მამარდაშვილის აგენტი
ცნობისთვის, ამპლუით ნახევარმცველმა ვახო სალიამ 2023 წელს დინამო თბილისის ძირითად გუნდში ჯამურად 3 შეხვედრა ითამაშა.