"საკუთარ ჯანმრთელობას ყველა გაუფრთხილდეს" - გვინეაში გამარჯვების აღნიშვნისას ხალხი დაიღუპა » სპორტის ხაზი

"საკუთარ ჯანმრთელობას ყველა გაუფრთხილდეს" - გვინეაში გამარჯვების აღნიშვნისას ხალხი დაიღუპა

"საკუთარ ჯანმრთელობას ყველა გაუფრთხილდეს" - გვინეაში გამარჯვების აღნიშვნისას ხალხი დაიღუპა
22-01-2024, 13:26
Aa Aa
გაზიარება:

გვინეის ფეხბურთის ფედერაცია, ნაკრების გულშემატკივრებს დამშვიდებისკენ მოუწოდებს. მათმა ქვეყანამ აფრიკის თასზე პირველი შეხვედრა მოიგო და ფანების ზეიმი დიდ არრეულობაში გადაიზარდა, რამაც მოქალაქეთა სიცოცხლეც იმსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, გამბიასთან გამარჯვების შემდეგ, გვინეის დედაქალაქში უამრავი საავტომობილო საშუალება გამოვიდა, რამაც კოლაფსი გამოიწვია.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გულშემატკივრები და საზოგადოება მოზომილები უნდა იყვნენ სიხარულის გამოხატვისას. ფეხბურთის მიზანი ბედნიერების მოტანაა და არ გვინდა დიდი სიხარული გლოვაში გადაიზარდოს. ყველას მოვუწოდებთ, იზეიმონ, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას ყველა გაუფრთხილდეს." - აცხადებენ გვინეის ფეხბურთის ფედერაციაში

C ჯგუფში გვინეა 4 ქულით მეორე ადგილს იკავებს, სენეგალს ორიდან ორი მოგება აქვს და პირველზეა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში სწორედ გვინეისა და სენეგალის დაპირისპირებას ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი