როგორც იცით, რამდენიმე დღეში აფრიკის თასი იწყება და წამყვანი კლუბებიდან აფრიკელი მოთამაშეები ამავე ტურნირში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.
აფრიკის თასზე სათამაშოდ ნაპოლი მისმა ლიდერმა, ვიქტორ ოსიმენმა დატოვა, რომელიც შეეცდება, რომ ნიგერიასთან ერთად ტურნირის გამარჯვებული გახდეს.
ნიგერიის ეროვნულ გუნდს ჯგუფში კოტ დ'იუვარი, ეკვატორული გვინეა და გვინეა ბისაუ ჰყავს, რის გამოც დიდია ალბათობა, რომ ისინი პლეიოფში მოხვდებიან.
ცნობისთვის, აფრიკის თასის ჯგუფური ეტაპი ნიგერიისთვის 22 იანვარს სრულდება და თუ ისინი პირველ ეტაპს ვერ გადალახავენ, მაშინ ნაპოლის ოსიმენის გარეშე თამაში დიდი ხნით არ მოუწევს.