"სენეგალთან ინგლისმა ეს უნდა გააკეთოს" | ლინეკერმა მეტოქე დააკნინა? » სპორტის ხაზი

"სენეგალთან ინგლისმა ეს უნდა გააკეთოს" | ლინეკერმა მეტოქე დააკნინა?

"სენეგალთან ინგლისმა ეს უნდა გააკეთოს" | ლინეკერმა მეტოქე დააკნინა?
3-12-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გარი ლინეკერი ბოლო პერიოდია, რაც საფეხბურთო ექსპერტად და ანალიტიკოსად მუშაობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გადაცემისას, ლინეკერმა ინგლისისა და სენეგალის 1/8 ფინალურ წყვილზე ისაუბრა:

"გარეთ საუთგეიტმა სენეგალის წინააღმდეგ კაილ უოკერი არ უნდა ათამაშოს, მიზეზი კი მარტივია. მანჩესტერ სიტის განაპირა მცველი მსოფლიოს ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც კილიან მბაპეს შეტევების გამკლავება შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ინგლისი სენეგალთან უოკერს დააყენებს, შანსი გაიზრდება, რომ მან ტრავმა მიიღოს, შემდეგ კი 1/4 ფინალში ინგლისს საფრანგეთთან, მით უფრო კი კილიან მბაპესთან ძალიან გაუჭირდეს." - თქვა ლინეკერმა.

ცხადია, ამ განცხადებას გულშემატკივრები გამოეხმაურნენ და ბევრმა მათგანმა ლინეკერს სენეგალის დაუფასებლობაში დასდო ბრალი: "თქვენ უკვე 1/4 ფინალზე ფიქრობთ? - ჯერ აფრიკის თასის გამარჯვებული დაამარცხეთ და მომდევნო ეტაპზე მერე იფიქრეთ." - წერენ უცხოელი გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და სენეგალის დაპირისპირება ხვალ, 4 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი