Corriere dello Sport-მა ნაპოლის პრეზიდენტის კომენტარი გაავრცელა, რომელიც მან კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ გააკეთა:
"სანამ სატრანსფერო ფანჯარა დასრულდება, ნაპოლი კიდევ 2 ან 3 ფეხბურთელს დაიმატებს, ამაში ყველას სრულებით გარწმუნებთ."
"ჩვენი მიზანი ისაა, რომ სკუდეტოს ტიტული დავიცვათ და კვლავ ჩემპიონები გავხდეთ, ნაპოლი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს", - თქვა დე ლაურენტისმა
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელა. მათ სალერნიტანადან მარჯვენა მცველი, პასკუალე მაძოკი დაიმატეს. გარდა ამისა, დაიწერა ისიც, რომ კლუბმა მორიგი ტრანსფერი ვერონასთან სირილ ნგონჟის თაობაზე შეათანხმა.