დავით ხოჭოლავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლუქსემბურგთან გასამართ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
ამის შესახებ ინფორმაცია Geo Team-მა გამოაქვეყნა და ვარკვევთ, რომ ხოჭოლავს სარეაბილიტაციო პროცესის გამო მისი თამაში ვერ მოესწრება.
მოვლენები ყველაზე პოზიტიურადაც რომ განვითარდეს, ხოჭოლავას სრული დატვირთვით ვარჯიში მხოლოდ მარტის ბოლოსკენ შეეძლება, რაც მის თამაშს უბრალოდ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავამ კოპენჰაგენში ბოლო თამაში 19 მარტს, 10 თვის წინ ჩაატარა, მას შემდეგ კი მუხზლე 3 ოპერაცია გაიკეთა.