ნაპოლი სერია A-ს გასულ ტურში სტუმრად ტორინოსთან 3:0 განადგურდა და სატურნირო ცხრილში ვითარება ძალიან დაუმძიმდა.
მიუხედავად ამისა კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელს სრული ნდობა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
"ვალტერ მაძარის 100%-ით ვენდობით, ის ჩვენს გეგმებში შედის და მის დათხოვნას არც კი განვიხილავთ." - განაცხადა ნაპოლის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ პარტენოპეი ამ მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე ჩამოქვეითდა.