"სერია A-ში მხოლოდ 14 გუნდი უნდა იყოს" - აურელიო დე ლაურენტისი » სპორტის ხაზი

"სერია A-ში მხოლოდ 14 გუნდი უნდა იყოს" - აურელიო დე ლაურენტისი

"სერია A-ში მხოლოდ 14 გუნდი უნდა იყოს" - აურელიო დე ლაურენტისი
22-12-2023, 15:22
Aa Aa
გაზიარება:

სუპერლიგის იდეის გაღვიძებამ ნაპოლის პრეზიდენტზე, აურელიო დე ლაურენტისზე განსაკუთრებით იმოქმედა, რასაც ერთი კონკრეტული ფაქტი მოწმობს.

იტალიურ მედიაში სწორედ პარტენოპეის მესვეურის კომენტარი გავრცელდა, რომელიც მან ამავე ქვეყნის ჩემპიონატზე გააკეთა:

"ფეხბურთს ახლა ძველი ხალხი მართავს, რომლებსაც არანაირი ხედვა და გეგმები არ გააჩნიათ."

"იტალიის სერია A და მისი ფორმატი შესაცვლელია. უკეთესი იქნებოდა, რომ შიდა ჩემპიონატში არა 20, არამედ 14 გუნდი იყოს, აქედან 8 ელიტარული, დანარჩენები კი კონკურენტუნარიანები."

"ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატში არიან გუნდები, რომლებიც თამაშებზე სტადიონებსაც კი ვერ ავსებენ, რაც უნდა შეიცვალოს და მათთვის ჩემპიონატი დაიხუროს"
, - თქვა დე ლაურენტისმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი