ეს დიდი შოკია | სუპერლიგის წარმატებული სვლა დაარსებისკენ » სპორტის ხაზი

ეს დიდი შოკია | სუპერლიგის წარმატებული სვლა დაარსებისკენ

ეს დიდი შოკია | სუპერლიგის წარმატებული სვლა დაარსებისკენ
21-12-2023, 13:38
Aa Aa
გაზიარება:

გარკვეული პერიოდის წინ ფეხბურთი ერთმა დიდმა იდეამ, კერძოდ სუპერლიგის დაარსებამ მოიცვა, რასაც ჰყავდა როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგენი.

საფეხბურთო სუპერლიგის ყველაზე დიდ მეტოქედ დღემდე ფიფა და უეფაა მიჩნეული, რომლებსაც, ცხადია, არ სურთ, რომ ისეთი ახალი ლიგა მიიღონ, სადაც მსოფლიოს წამყვანი კლუბები გაწევრიანდებიან, ამით კი უარს იტყვიან იმ ტურნირებზე, რომლებსაც ზემოაღნიშნული ორგანიზაციები ატარებენ.

ბოლო ხანს სუპერლიგის იდეა მიძინებული ჩანდა, თუმცა სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ევროპულმა სასამართლომ ფიფასა და უეფასთვის საშინელი გადაწყვეტილება მიიღო!

საქმე ისაა, რომ EU-მ შეუსაბამოდ ჩათვალა ის წესები, რომლებითაც ფიფა და უეფა ხელმძღვანელობდნენ სუპერლიგის ჩახშობის მიზნით. როგორც ჩანს, ახალი საფეხბურთო ვარსკვლავური ჩემპიონატი დაარსებისკენ წარმატებით მიიწევს..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი