"ჩვენი გადამწყვეტი შეხვედრა სულ 15 წუთი გაგრძელდა" - სპალეტი დე ლაურენტისზე » სპორტის ხაზი

"ჩვენი გადამწყვეტი შეხვედრა სულ 15 წუთი გაგრძელდა" - სპალეტი დე ლაურენტისზე

"ჩვენი გადამწყვეტი შეხვედრა სულ 15 წუთი გაგრძელდა" - სპალეტი დე ლაურენტისზე
4-06-2023, 12:54
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლუჩანო სპალეტი ნაპოლის დატოვებას დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ აპირებს, რომელსაც კლუბი სამპდორიას წინააღმდეგ 20:30-ზე გამართავს.

იტალიურ მედიაში ვრცელდება პარტენოპეის 64 წლის დამრიგებლის კომენტარი, რომელიც მან აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრის შესახებ გააკეთა:

"რაზე ვისაუბრეთ მე და აურელიომ? - განსაკუთრებულს ნურაფერს ელით. მე ვუთხარი, რომ ნაპოლიში ჩემი თავი ამოვწურე, კლუბისთვის საუკეთესო მინდა, რის გამოც წასვლა დავაპირე. მან უმალვე გამიგო და თანხმობა მომცა, ჩვენი საუბარი სულ რაღაც 15 წუთი გაგრძელდა."

"დავუშვი თუ არა შეცდომა? - ვინ იცის, შესაძლოა დავუშვი კიდეც. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ნაპოლიში ჩემი თავი ამოვწურე და მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ასეთ დროს კი კლუბიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება მგონია."
- თქვა ლუჩანომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი