თუ სპალეტი წავა, ერთ-ერთი მათგანი ჩაიბარებს ნაპოლის - იტალიური მედია მოსალოდნელ სცენარზე » სპორტის ხაზი

თუ სპალეტი წავა, ერთ-ერთი მათგანი ჩაიბარებს ნაპოლის - იტალიური მედია მოსალოდნელ სცენარზე

თუ სპალეტი წავა, ერთ-ერთი მათგანი ჩაიბარებს ნაპოლის - იტალიური მედია მოსალოდნელ სცენარზე
20-05-2023, 15:23
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუხედავად წარმატებული სეზონისა, რამდენიმე იტალიური გამოცემა წერს, რომ სპალეტის ნაპოლის დატოვება კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან გაუარესებული ურთიერთობის გამო სურს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ სპალეტი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, მის შემცვლელად ნაპოლი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ყველაზე მეტად კი პრეზიდენტს კლუბში რაფაელ ბენიტესის მოყვანა სურს, რომელიც იტალიურ კლუბში უკვე 2013-15 წლებში მუშაობდა.

გარდა ამისა, წყარო რამდენიმე ვარიანტსაც ასახელებს, მათ შორის კი ყველაზე რეალური და მიმზიდველი ანტონიო კონტეს ვარიანტია, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა. ასევე ამ კანდიდატურაზე შემდეგი მწვრთნელები განიხილებიან: კრისტოფ გალტიე (პსჟ), ვინჩენცო იტალინო (ფიორენტინა) და ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა)

ცნობისთვის, სპალეტი ცოტა ხნის წინ ნაპოლის პრეზიდენტის გამართულ პრესკონფერენციას არ დაესწრო და პრესკოფნერენციაზეც დე ლაურენტისმა სპალეტის ხსენებისგან თავი შეიკავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი