"მაშინვე გავიაზრე მისი მოყვანის შეცდომა" - დე ლაურენტისი რუდი გარსიას აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

"მაშინვე გავიაზრე მისი მოყვანის შეცდომა" - დე ლაურენტისი რუდი გარსიას აკრიტიკებს

"მაშინვე გავიაზრე მისი მოყვანის შეცდომა" - დე ლაურენტისი რუდი გარსიას აკრიტიკებს
22-12-2023, 12:29
Aa Aa
გაზიარება:

2023/2024 წლების სეზონის დასაწყისს ნაპოლი ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდა, რომელმაც დიდ ხანს ვერ გასტანა და გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარების შემდეგ გუნდიდან წავიდა.

საუბარია რუდი გარსიაზე, რომელზეც დიდი მოლოდინები არც არასდროს ყოფილა. სხვათაშორის, მასზე კომენტარი გააკეთა აურელიო დე ლაურენტისმა, რომელმაც მედიის წინაშე გარსიას ნაპოლიში დანიშვნის შეცდომა საჯაროდ აღიარა:

"როდესაც რუდი გარსიას პრეზენტაცია მიმდინარეობდა, მე ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რომ მასთან თანამშრომლობის დაწყება უაზრობა და შეცდომა იყო."

"გარსიამ ნაპოლის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა, თუმცა ჩავთვალე, რომ ლუჩანო სპალეტის დაწყებული საქმის გაგრძელება შეეძლო"
, - თქვა დე ლაურენტისმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი