სეზონის შემოსატრიალებლად | გიორგი მიქაუტაძე მეცში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა » სპორტის ხაზი

სეზონის შემოსატრიალებლად | გიორგი მიქაუტაძე მეცში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა

სეზონის შემოსატრიალებლად | გიორგი მიქაუტაძე მეცში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა
21-12-2023, 16:12
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამის აიაქსში ტრანსფერი ყველას სხვაგვარად წარმოგვედგინა. ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ გიორგი სათამაშოდ მინდორზე სულ თითზე ჩამოსათვლელად თუ გამოჩნდებოდა.

მიუხედავად სეზონის უსიამოვნო სტარტისა, ფრანგულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიქაუტაძეს 2023/2024 წლების სეზონის მეორე ნახევრის სათავისოდ შემოტრიალება შეუძლია, რის საშუალებასაც მას კვლავ მეცი აძლევს.

dailymercato წერს, რომ გიორგი საფრანგეთში უკვე ჩაფრინდა, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და კლუბმა მასზე ახალი ვიდეოც დაამზადა, ყველაფრის გაოფიციალურებას კი გარკვეული დრო სჭირდება.

ახალგაზრდა ფორვარდი ამსტერდამულ გრანდში ამ სეზონის დასაწყისში გადავიდა, თუმცა ამ დრომდე სულ რაღაც 249 წუთი ითამაშა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი