კვარაცხელია სერია A -ს რეკორდის თანაავტორია » სპორტის ხაზი

კვარაცხელია სერია A -ს რეკორდის თანაავტორია

კვარაცხელია სერია A -ს რეკორდის თანაავტორია
17-12-2023, 16:06
Aa Aa
გაზიარება:

სერია A -ს მეთექვსმეტე ტურში ერთმანეთს "ნაპოლი" და "კალიერი" დაუპირისპირდნენ. ნეაპოლურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე მეტოქე 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლის ავტორი ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ამ გოლით ის იტალიის ჩემპიონატის რეკორდის თანაავტორია. სერია A - ში მან 49 შეხვედრა ჩაატარა. აქედან მან 30 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ისტორიაში მესამე შედეგია. ამ სტატისტიკაში იგულისხმება პირველი 50 შეხვედრა. ხვიჩა კი მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ეს შეასრულა.

2004 წლის შემდეგ ეს მხოლოდ დომინიკო ბერარდიმ და პატომ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი