ლივერპულის ქომაგები ხუთშაბათ საღამოს ევროპულ ფეხბურთს გადაჩვეულები არიან, მაგრამ წელს ამ მოცემულობაში უწევთ ყოფნა და კლოპის ბიჭებმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა "უნიონ სენტ ჟილთან" გამართა, სადაც 2:1 დამარცდა.
ლივერპული სტუმრად გადახალისებული შემადგენლობითა და აკადემიის ფეხბურთელებით ჩავიდა და მიუხედავად უცნაური განაცხადისა კლუბმა მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საბრძოლო ანგარიშით დამარცხა. ყოვლისდა მიუხედავად მერსისაიდელებმა E ჯგუფი 12 ქულით მოიგეს და პლეიოფში განაგრძობენ ასპარეზობას.
"უნიონს" მოგება სჭირდებოდა და დასახული გეგმა კარგად შეასრულა.
"ლივერპულის" მხრიდან გამოსარჩევი ინგლისელი 20 წლის მცველი, ჯარელ ქვანშაჰი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა და დაცვაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამოც ინგლისურმა მედიამ იგი უკვე შეადარა ლივაია კოლვილს, რომელსაც აღნაგობითაც წააგავს და მომავალში, შესაძლოა, ინგლისის ნაკრებისთვის გაუვალი დუეტი ჩამოაყალიბონ.
შეგახსენებთ, რომ ამ მოგებით "უნიონი" ჯგუფში მესამე ადგილზე დამკვიდრდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს, რაც შეეხება "ლივერპულს" წითლები ერთ რაუნდს დაისვენებენ.