მიუნხენის "ბაიერნის" კანადელი მარცხენა მცველი ალფონსო დევისი კლუბთან ახალი კონტრაქტის დადებაზე მუშაობს.
გამოცემა Dario As-ის ინფორმაციით, განაპირა მცველი ხელფასის გაზრდას 15 მილიონამდე ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს.
ჯერ-ჯერობით უცნობია რეკორდმაისტერი რას იზამს, თუმცა ამ პოზიციაზე ბაიერნს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დარჩება და კლუბმა რამე უნდა მოიფიქროს.
შეგახსენებთ, რომ ბუნდერსლიგაში წელს "ბაიერნი" დამაჯერებლად ასპარეზობს, თუმცა მოულოდნელად წელს მას კონკურენტად "ლევერკუზენი" მოევლინა, რომელიც ცხრილის სათავეში პოზიციას არ თმობს და "ბაიერნს" პრობლემებს უქმნის.