ტომაშ კვიატკოვსკი რომელიც გუშინ "პსჟსა" და "ნიუკასლს" შორის შეხვედრაში VAR -ზე მსაჯობდა უეფამ დასაჯა. პირველი მიზეზი იყო პარიზში ამდენი დამატებული წუთი და საკამათო თერთმეტმეტრიანის დანიშვნა.
მსაჯი, რომელიც თავდაპირველად შედიოდა რეალ "სოსიედადის" მატჩის მსაჯთა შემადგენლობაში ამ საღამოს ზალცბურგთან, უეფამ ჩაანაცვლა იგი გერმანელი მსაჯით მარკო ფრიცით.
შეგახსენებთ, რომ "პსჟსა" და "ნიუკასლის" შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. მატჩის ბედი კი კონპესირებულ დროში დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა.