მარკო ოვერმარს საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს » სპორტის ხაზი

მარკო ოვერმარს საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს

მარკო ოვერმარს საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს
18-11-2023, 21:11
Aa Aa
გაზიარება:

მარკო ოვერმარსი ჰოლანდიაში საფეხბურთო საქმიანობას ორი წლით ჩამოაშორეს.

ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელსა და "აიაქსის" ყოფილ სპორტულ დირექტორს ბრალი თანამშრომლის სექსუალურად შევიწროვებაში ედებოდა.

სასამართლომ 300-მდე შეტყობინება შეისწავლა და მათ შორის სასქესო ორგანოს ფოტოს გაგზავნის ფაქტიც აღმოაჩინეს, ყოველივე ეს კი შევიწროვებად ჩათვალეს და ოვერმარსი დაისაჯა.

ამჟამად იგი ბელგიაში მუშაობს, თუმცა სასამართლო ამ საქმის ფიფასთვის გადაცემას აპირებს რათა ყველგან შეუჩერდეს საფეხბურთო ლიცენზია.

უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ ოვერმარსის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ამ საქმის გახმაურებისთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო სასჯელი შეუმცირეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი