„მე ხვიჩას ქვეყნიდან ვარ“ - ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლის ემოციური პოსტი ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

„მე ხვიჩას ქვეყნიდან ვარ“ - ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლის ემოციური პოსტი ხვიჩა კვარაცხელიაზე

„მე ხვიჩას ქვეყნიდან ვარ“ -  ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლის ემოციური პოსტი ხვიჩა კვარაცხელიაზე
30-10-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი დიმა ნებიერიძე სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ გუშინდელ თამაშზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„მე ხვიჩას ქვეყნიდან ვარ“ -  ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლის ემოციური პოსტი ხვიჩა კვარაცხელიაზე


"ამ ბიჭმა შეცვალა მოსაწყენი ყოველდღიურობა, გააერთიანა ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, შეხედულებებისა, სტატუსისა, პოზიციისა.

ხშირად ადამიანებს არ ესმით, თუ რატომ არის ფეხბურთი ასეთი მნიშვნელოვანი სხვებისთვის. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ფეხბურთი აქარწყლებს ადამიანის ცხოვრებაში პრობლემებს, დარდსა თუ სტრესს.

90 წუთის განმავლობაში, ადამიანები ივიწყებენ ყველაფერს და სრულად კონცენტრირდებიან მოედანზე, მღერიან, სკანდირებენ, ირგვლივ მყოფ ათასობით ადამიანთან ერთად ჰყვებიან საკუთარ გამოცდილებებზე და ისტორიებზე. იღებენ და გასცემენ უამრავ ენერგიებს და ემოციებს. ფეხბურთი უდიდესი სოციალური მოვლენაა.

არცერთ ემიგრანტს აღარ სჭირდება ვინმესთვის ახსნა თუ საიდან არის, რომელ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ვმდებარეობთ, ქვეყანა ვართ თუ ამერიკის შტატი, სტალინი და შევარდნაძე, სულ 4 სიტყვა - „მე ხვიჩას ქვეყნიდან ვარ” და ამაყად, მხრებშიგამართული აგრძელებ გზას." - წერს დიმა ნებიერიძე.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი