ბაზელის ქართველი ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა შვეიცარიის ლიგამ წითელ ბარათის გამო დასაჯა.
სიგუა უხეში თამაშის გამო მოედნიდან გააძევეს და 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციაც გამოუწერეს.
ქართველმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი 18' წუთზე მიიღო და მისმა გუნდმა 1:4 წააგო.
სანაკრებო შესვენების გათვალისწინებით სიგუა დეკემბრამდე ვერ ითამაშებს, გაბრიელი ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა მცირე დაზიანება მიიღო და ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება.