გაბრიელ სიგუა ტრავმირებულია - როდის დაბრუნდება ქართველი » სპორტის ხაზი

გაბრიელ სიგუა ტრავმირებულია - როდის დაბრუნდება ქართველი

გაბრიელ სიგუა ტრავმირებულია - როდის დაბრუნდება ქართველი
18-09-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

"ბაზელის" ქართველი ლეგიონერი გაბრიელ სიგუა ტრავმირებულია.

ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა 21-წლამდელების შეკრებაზე მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, ის სერიოზული არ აღმოჩნდა. სიგუას ბარძაყის ტრავმა აქვს, რომელსაც მალე მოირჩენს.

დაზიანების გამო სიგუას შვეიცარიის თასის მეორე ეტაპი გაუცდა, თუმცა თავისმა გუნდმა მაინც მარტივი გამარჯვება მოიპოვა (8:0).

როგორც ირკვევა, გაბრიელი განაცხადში 24 სექტემბერს, "ივერდონთან" მატჩში იქნება.

18 წლის ქართველმა ბაზელში ჩასვლის შემდეგ 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი