"ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა", - ნონიკაშვილის კომენტარი ნაკრებში გამოძახებაზე » სპორტის ხაზი

"ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა", - ნონიკაშვილის კომენტარი ნაკრებში გამოძახებაზე

"ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა", - ნონიკაშვილის კომენტარი ნაკრებში გამოძახებაზე
5-09-2024, 14:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მესამე ვარჯიში უკვე გამართა.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას ნაკრების დებიუტანტი შოთა ნონიკაშვილიც იღებდა, რომელმაც გუნდის პრესსამსახურთან კომენტარიც გააკეთა.

"თითოეული ფეხბურთელისთვის მთავარი ოცნება ნაკრებში გამოძახებაა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ ახლა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ნაკრებში ოჯახური გარემოა.

ქვეყნის მთავარ გუნდში ყოფნა დიდ სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როდესაც ოთახში ჩემი სახელობითი დროშა დამხვდა.

ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნაწილობრივ შესრულდა და ეროვნულ გუნდში ვარ. ახლა კი, მთავარი მიზანი სანაკრებო დებიუტია, რასაც მოუთმენლად ველი
", - განაცხადა ნონიკაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი