ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემტევის, ბუდუ ზივზივაძის მომავალი არაერთ კლუბს დაუკავშირეს.
ძირითადად, საუბარი იყო ინგლისის მეორე ლიგის და თურქეთის სუპერლიგის ჩემპიონატებში მოთამაშე გუნდებზე, თუმცა მათი კონკრეტული სახელები მედიაში არ გამჟღავნებულა.
საკუთარ მომავალზე გერმანულ მედიასთან, თავად 30 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა.
"არ ვიცი თუ რა იქნება მომავალში, მაგრამ ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, 90%-ით კარლსრუეში ვრჩები", - განაცხადა ზივზივაძემ.
ცნობისთვის, ქართველი თავდამსხმელი გერმანულ გუნდს 2023 წლის იანვარში შეუერთდა, გასულ სეზონში კი 30 შეხვედრაში თავი 12 გოლით გამოიჩინა.