ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ცხრა მედალია – სამი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
მორიგ მედალს საქართველოს 100+ კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსი დავითაშვილი მოუტანს, რომელიც ჩემპიონატის ფინალში ულამაზესი იპონის წყალობით გავიდა.
იხილეთ ვიდეო: