საქართველოს ძიუდოს ფედერაციას დღეიდან ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რის შესახებაც მათ სოციალურ გვერდზე ინფორმაცია ახლახანს გამოქვეყნდა.
ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო ყრილობის გადაწყვეტილებით ლევან ნოზაძე გახდა ფედერაციის ახალი პრეზიდენტი!
ყრილობამ, ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად აირჩია სლავა შერაზადიშვილი. ვიცე-პრეზიდენტებად დავით ქევხიშვილი და გიორგი ათაბეგაშვილი, ხოლო გენერალურ მდივნად - ირინე გულიაშვილი!
- წერია ძიუდოს ფედერაციის გვერდზე.