პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ილია სულამანიძემ ოთარ ტატიშვილის გადაცემა "სპორტშოუში" სახალისო ისტორია გაიხსენა, რომელიც ამ ოლიმპიადის ფინალს უკავშირდება.
"სახლში მამაჩემი, მეგობრები, ჩემი ძმა, მთელი ოჯახი იყო შეკრებილი და მგულშემატკივრობდნენ - გვყავს დიდი ძაღლი, რომელიც ეზოშია და სახლში არ ვუშვებთ ხოლმე. რატომღაც, ფინალის დროს მოინდომა სახლში შემოსვლა და ჩემები არ უშვებდნენ, მაგრამ ძაღლი მაინც შემოსვლას სცდილობდა.
მამაჩემმა თქვა, შემოუშვით, ფინალია და წყენინება არ შეიძლებაო (საბოლოოდ ძაღლი არ შემოუშვეს) და რომ წავაგე, ხომ გეუბნებოდით შემოგვეშვა ის ძაღლიო, ერთი სიტყვით, ძაღლს დაბრალდა ჩემი წაგება", - განაცხადა ილიამ.