ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიური წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
92 კილოგრამ კატეგორიაში მირიან მაისურაძე ფინალში დაღესტნელ აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა და 0:6 დამარცხდა. მისი ვერცხლის მედალი საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ჩემპიონატზე რიგით მეორეა.