“ხვიჩა მარადონას არ ჰგავს და არც “კვარადონაა” – რას ამბობს იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

“ხვიჩა მარადონას არ ჰგავს და არც “კვარადონაა” – რას ამბობს იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

“ხვიჩა მარადონას არ ჰგავს და არც “კვარადონაა” – რას ამბობს იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
11-10-2023, 06:10
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ნაკრების, “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ “მილანისა” და “პარტენოპეის” შორის მოახლოებული თამაშის შესახებ Lega Serie A-ს ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

იტალიელის განცხადებით, ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ქართველის მარადონასთან შედარება უადგილოა.

“ჰგავს თუ არა “კვარა” მარადონას? – არა, ახლოსაც არ არის და გთხოვთ, შედარებას ნუ აკეთებთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ხვიჩამ სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან ბურთს იდეალურად ფლობს და ვიწრო სივრცეებში შეტევის მიმართულებას კარგად ცვლის, ორივე ფეხით იდეალურად ურტყამს, საკუთარი შესაძლებლობები უკვე ბევრჯერ გვიჩვენა.


“ნაპოლის” ასეთ კარგ თამაშს არ ველოდი,
შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვლილია, ახალმა მოთამაშეებმა ადაპტაცია მალევე გაიარეს და გუნდის გამარჯვებებში საკუთარი წვლილი შეაქვთ” – განაცხადა ფერარამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი