ქართულ მედიაში ლევან თედიაშვილისა და ოლეგ ბლოხინის უცნობი ისტორია ვრცელდება, რომლიდანაც ვიგებთ თუ როგორ გაუსწორდა ოქროს ბურთის მფლობელ რუს ფეხბურთელს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე:
"მე, ვასილი ალექსეევი და ლამაზმანი ლუდმილა ტურიშჩევა ტელევიზორს ვუყურებდით. უცებ შემოდის ბლოხინი და უსიტყვოდ რთავს ტელევიზორს სხვა პროგრამაზე. დააბრუნე, - ვეუბნები მე. ბლოხინმა ცივი მზერით შემომხედა, რეაქცია არ გაუკეთებია და დასაჯდომად გაემართა. ვარსკვლავია ბიჭი!"
"აქ ნერვებმა ვეღარ გამიძლო, საყელოში ვწვდი, ოთახიდან გავიყვანე და კიბეებზე დავაგორე. თურმე იქ, ლობანოვსკი ქვემოდან ამოდიოდა. მისმა საყვარელმა შეგირდმა ისიც წააქცია და ორივე ნელ-ნელა დაბლა სართულისკენ ჩაგორდა", - ძველი ისტორია ლევან თედიაშვილისა..