ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

18 წლის მორაგბე მოედანზე ტრავმამ იმსხვერპლა

2018-05-07 14:38

 იტალიის თასის გათამაშება რაგბიში ქალთა შორის ტრაგედიით დასრულდა. კლუბ ამატორი პარმას 18 წლის მორაგბე გოგონა რებეკა ბრალია თამაშის დროს უხერხულად დაეცა და კეფა დაარტყა.

 ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ სპორტსმენის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. იტალიის რაგბის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, უბედური შემთხვევა 29 აპრილს, ქალაქ რავენაში გამართულ მატჩში მოხდა.

 

 დაშავებული გოგონა ქალაქ ჩეზენას საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს და ოპერაციაც ჩაუტარეს, მაგრამ ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - რამდენიმე დღის შემდეგ რებეკა ბრალია გარდაიცვალა.

 "როგორც მამა და როგორც რაგბის ქომაგი, ასევე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, თანავუგრძნობ რებეკას ოჯახს, - თქვა იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ალფრედო გავაციმ. - ამ ტრაგედიამ ყველა შეგვძრა.

 

 მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ამხნევებდნენ რებეკას მშობლებს, მეგობრებსა და ჩვენს ორგანიზაციას. ასევე მადლობა მედიკოსებს, რომლებმაც ჯერ მოედანზე, შემდეგ კი საავადმყოფოში ბოლომდე იბრძოლეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად".

 


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2264 40.1%
კალათბურთზე 632 11.2%
რაგბიზე 1438 25.4%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 272 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 107 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5343
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908