ვის განიხილავს "პსჟ" მბაპეს მთავარ შემცვლელად » სპორტის ხაზი

ვის განიხილავს "პსჟ" მბაპეს მთავარ შემცვლელად

ვის განიხილავს "პსჟ" მბაპეს მთავარ შემცვლელად
25-04-2024, 20:48
Aa Aa
გაზიარება:

კილიან მბაპეს პარიზული მომავალი ბურუსით არის მოცული, შესაბამისად "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობს მისი შემცვლელის პოვნას.

"La Repubblica" იუწყება, რომ ფრანგის შემცვლელად პარიზულ გრანდში "ინტერის" ცენტრალურ თავდამსხმელ მარკუს ტურამს განიხილავენ და მისი ტრანსფერისთვის 55 მლნ ევრო აქვთ გამოყოფილი.

26 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში უკვე მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული, 42 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 12-ჯერ სხვას გაატანინა.

რაც შეეხება მბაპეს, იწერება, რომ იგი მომდევნო სეზონიდან მადრიდის "რეალს" შეუერთდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.