გიორგი ჩაკვეტაძე ლევან სალუქვაძეზე: "ვუსმენდი, ჩემზე სულ ცივად ლაპარაკობდა" » სპორტის ხაზი

გიორგი ჩაკვეტაძე ლევან სალუქვაძეზე: "ვუსმენდი, ჩემზე სულ ცივად ლაპარაკობდა"

გიორგი ჩაკვეტაძე ლევან სალუქვაძეზე: "ვუსმენდი, ჩემზე სულ ცივად ლაპარაკობდა"
4-05-2024, 11:40
Aa Aa
გაზიარება:

Geo Team-მა გიორგი ჩაკვეტაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ქართველმა ნახევარმცველმა კი ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მას მიუნხენის ბაიერნში გადასვლა შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ პოტენციური ტრანსფერის შესახებ თავდაპირველად ქართველი სპორტული ჟურნალისტი, ლევან სალუქვაძე საუბრობდა. მისი თქმით, ჩაკვეტაძის მამას გიორგის ბაიერნში გადასვლა არ სურდა, რადგან იქ ახალგაზრდა ფეხბურთელი შესაბამის განვითარების დონეს ვერ მიაღწევდა.

აი, რას ამბობს ამის შესახებ თავად გიორგი ჩაკვეტაძე:

"მამაჩემს მსგავსი რამ არასდროს უთქვამს. გიჟი უნდა იყო, რომ ამბობდე ბაიერნში ვერ განვითარდებიო. ზოგადად, ლევანის საუბარს რამდენჯერმე მოვუსმინე და ჩემზე სულ ცივად ლაპარაკობდა. ბოლოს მაშინ ვნახე მისი კომენტარი, როდესაც სლოვანში ვთამაშობდი. ის ამბობდა, რომ ჩემი ფეხბურთი უკვე დასრულებული იყო", - თქვა ჩაკვეტაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი