სასიხარულო ინფორმაცია - კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მაინც შეეძლება? » სპორტის ხაზი

სასიხარულო ინფორმაცია - კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მაინც შეეძლება?

სასიხარულო ინფორმაცია - კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მაინც შეეძლება?
10-04-2024, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

გამოცემა Areanapoli-ს ინფორმაციით, არსებობს რეალური შანსი, რომ მომდევნო სეზონიდან იტალიის სერია A-მ ჩემპიონთა ლიგაზე 6 გუნდი გაიყვანოს.

ცხადია, თუ ეს მოცემულობა რეალურად დადგინდა, ამით ერთ-ერთი პირველი ნაპოლი იხეირებს, რომელსაც დროთა განმავლობაში ოთხეულში მოხვედრის სულ უფრო და უფრო ცოტა შანსი აქვს.

ამ მომენტისთვის იტალია ლიდერია, იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც მომდევნო სეზონში უეფა-ს მთავარ ტურნირზე ხუთი გუნდი ეყოლება. ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატი იცვლება და გათამაშებაში 36 გუნდი ითამაშებს, ახლა კი დამატებით ორი ადგილისთვის მიმდინაორებს ბრძოლა. ამ ორ ადგილს ის ქვეყნები მიიღებენ, რომლებსაც 2023/24 წლის სეზონში სუკეთესო რეიტინგი ექნებათ.

ცნობისთვის, ნაპოლი მიმდინარე სერია A-ში მე-7 ადგილს 48 ქულით იკავებს და მეოთხე პოზიციას 10 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი