ვარანი, კაზემირო, ბისაკა - ფეხბურთელთა ახალი ნაკადი საუდის არაბეთში? » სპორტის ხაზი

ვარანი, კაზემირო, ბისაკა - ფეხბურთელთა ახალი ნაკადი საუდის არაბეთში?

ვარანი, კაზემირო, ბისაკა - ფეხბურთელთა ახალი ნაკადი საუდის არაბეთში?
30-04-2024, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედში დიდი წმენდა იგეგმება - გუნდს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს. განიხილება ასევე მთავარი მწვრთნელის შეცვლაც, თუმცა ეს ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

ფრანგი მცველი სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, მის მიმართ ინტერესს კი ალ-იტიჰადი და ალ-ნასრი იჩენენ. ჯერ უცნობია თავად ფეხბურთელს რა სურს, თუმცა საუდის კლუბებმა გააქტიურება უკვე დაიწყეს.

კაზემიროს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა მანჩესტერი სოლიდურ შეთავაზების მიღების შემთხვევაში მიიღებს 32 წლის მოთამაშეს გაყიდის. მის მიმართ საუდის კლუბები ინტერესს თვეებია იჩენენ და მათ შორის ყველაზე მეტად, ალ-ჰილალი აქტიურობს.

საუდის არაბეთის მხრიდან ინტერესი ასევე გამოხატულია ვან-ბისაკასადმიც, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი