სულ ცოტა დრო დარჩა ჩემპიონთა ლიგის 2024 წლის სეზონის პირველი ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე, რომელშიც ერთმანეთს "ბაიერნი" და "რეალი" დაუპირისპირდებიან.
გთავაზობთ ბუკმაიკერების აზრს მატჩის შესახებ.
მატჩის გამარჯვებული: მათი გამოთვლებით შეხვედრის ფავორიტი "ბაიერნია", ვინაიდან და რადგანაც, მატჩი "ალიანს არენაზე" იმართება. ბუკმეიკერები, აგრეთვე მიიჩნევენ, რომ "რეალის" მოგების ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე ფრის.
გაიტანს თუ არა ორივე გუნდი: პროფესიონალების აზრით, იმის ალბათობა, რომ გოლი ორივე კარში გავა ბევრად მაღალია, ვიდრე იმისა, რომ მხოლოდ ერთი კლუბი მოახერხებს მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრას, ან არცერთი.
2.5-ზე მეტი/ნაკლები გოლი: ბუკმეიკერები ვარაუდობენ, რომ შეხვედრა უხვგოლიანი იქნება და მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა. რაზეც ისიც მოწმობს, რომ ბოლო 5 დაპირისპირებაში სულ მცირე 3 გოლი გადიოდა.
ფინალისტი: ბუკმეიკერები კონკრეტულ სტატისტიკებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ორი მატჩის ჯამში ფავორიტი "სამეფო კლუბი" იქნება, იმისდა მიუხედავად, რომ პირველ შეხვედრაში "ბაიერნის" გამარჯვებას უფრო პროგნოზირებენ.