TUTTOSPORT: "გიორგი მამარდაშვილის შესაძენად მილანი იბრძოლებს!" » სპორტის ხაზი

TUTTOSPORT: "გიორგი მამარდაშვილის შესაძენად მილანი იბრძოლებს!"

TUTTOSPORT: "გიორგი მამარდაშვილის შესაძენად მილანი იბრძოლებს!"
29-03-2024, 14:24
Aa Aa
გაზიარება:

გარდა იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ქართველი მეკარე საკლუბო დონეზეც შესანიშნავად გამოიყურება.

ვალენსიაში უკვე დიდი ხანია ფორმალური თანხმობა განაცხადეს იმის შესახებ, რომ გიორგი მამარდაშვილი სარფიანად უნდა გაიყიდოს და კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ მაინც დასტაბილურდეს.

როგორც TUTTOSPORT-მა დაწერა, საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას კარის დარაჯი მილანის ინტერესის სფეროში ექცევა, რადგან ამავე კლუბს მაიკ მენიოსთან პრობლემები აქვს.

იტალიური მედიის ცნობით, მენიოს ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდა სურს, მილანი კი ამბობს, რომ რაფა ლეაუზე მეტი (პორტუგალიელს 7 მილიონი აქვს) მენიოს არ უნდა ჰქონდეს.

შესაბამისად, თუ მილანმა მენიოსთან სიტუაცია ვერ შეათანხმა, ისინი ქართველი მეკარის ტრანსფერს უმთავრეს პრიორიტეტებში მოაქცევენ!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.