როგორ მოხდება ევროს ბილეთების გაყიდვა?- კობიაშვილის კითხვებს პასუხს სცემს » სპორტის ხაზი

როგორ მოხდება ევროს ბილეთების გაყიდვა?- კობიაშვილის კითხვებს პასუხს სცემს

როგორ მოხდება ევროს ბილეთების გაყიდვა?- კობიაშვილის კითხვებს პასუხს სცემს
28-03-2024, 23:31
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერის საშუალებით გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების შესახებ ინფორმაცია გააცნო:

"უეფასთან უკვე დაწყებული გვაქვს კომუნიკაცია და ახლო მომავალში გვეცოდინება დეტალები. ამას, რა თქმა უნდა, საჯაროდ განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მოხდება ჩვენი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაცემა, რა პლატფორმებზე იქნება ამის საშუალება.

როგორც წესი, თვითონ უეფა აორგანიზებს ამ საკითხს და ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება, თვითონ თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან ბილეთებს თუ როგორც მოხდება... ამიტომ, დღეს გამიჭირდება კონკრეტულად რაიმე გითხრათ, უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა თამაშზე, როგორც ერთი გუნდის, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს თანაბრად უნაწილდებათ ბილეთები.

ბილეთების გარკვეული ნაწილი საჯარო სივრცეში გადის, სავარაუდოდ, გაიყიდება, რაღაც ნაწილს თვითონ უეფა იტოვებს თავიანთი პარტნიორებისა და სპონსორებისთვის. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ახლო მომავალში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ და ნებისმიერ გულშემატკივარს ექნება სრული ინფორმაცია"
- თქვა კობიაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.