ლონდონის "ჩელსიმ" განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე კლუბს რომეო ლავია გამოაკლდება.
დაცვითმა ნახევარმცველმა რეგრესი განიცადა ტრავმის მოშუშების მხრივ, რომელიც მარტის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.
მან მხოლოდ 32 წუთი გაატარა მოედანზე "ჩელსის" რიგებში, თუმცა იმ დღესვე სერიოზული ტრავმა მიიღო.
ცნობისთვის "ლურჯებმა" იგი "საუთჰემპტონიდან" შეიძინეს 62,1 მილიონ ევროდ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პერსპექტივის მქონე მოთამაშე მის პოზიციაზე.