"კითხვას არ ვუპასუხებ, ეს პროვოკაციაა" - მონტელა თურქეთის 6:1 განადგურების შემდეგ » სპორტის ხაზი

"კითხვას არ ვუპასუხებ, ეს პროვოკაციაა" - მონტელა თურქეთის 6:1 განადგურების შემდეგ

"კითხვას არ ვუპასუხებ, ეს პროვოკაციაა" - მონტელა თურქეთის 6:1 განადგურების შემდეგ
28-03-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთი ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრიას დაუპირისპირდა და 1:6 განადგურდა. მატჩის შემდეგ კი, ბუნებრივია, თურქეთის მთ. მწვრთნელს, მონტელას, ჟურნალისტებმა ძალიან ბევრი კითხვა დაუსვეს.

"ამ შედეგს არავინ ელოდა. ვწუხვარ, ჩვენი ნაკრების გამო, თუმცა, ასეთი მატჩები გაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ თავი მაღლა ასწიო და სიმამაცე ისევ აჩვენო. ჩვენ ამაზე უკეთესები უნდა ვიყოთ. ასეთი მარცხის შემდეგ ისეთი დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ, რომლებიც გაგვანადგურებენ.

ჩემს გუნდს პირველ ტაიმში ცუდად არ უთამაშია. ის ფეხბურთი, რომელიც პირველ ტაიმში ვაჩვენეთ, სასიამოვნო იყო. წუთების გასვლასთან ერთად, ჩვენი ერთიანობაც დაირღვა. თამაშის ტემპის ზრდა ზოგიერთ ჩვენს მოთამაშეს უარყოფითად დაეტყო, რადგან საკუთარ გუნდებში ბევრს არ თამაშობენ.

თუ ვინმე არის ამ მარცხზე პასუხისმგებელი, ეს მე ვარ. როცა ამას ვუყურებ, დიდი მოტივაცია მეძლევა. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით უკეთ ვითამაშებთ. ამ ტურნირისთვის საუკეთესო შემადგენლობას ავარჩევთ"
- თქვა ვინჩენცომ.

იტალიელ სპეციალისტს ჰკითხეს, წავიდოდა თუ არა ამ მარცხის შემდეგ ნაკრებიდან:

"ამ კითხვას არ ვუპასუხებ, რადგან ეს პროვოკაციაა. მინდა, გკითხოთ: როცა არასწორ კითხვას სვამთ, სამსახურიდან მიდიხართ?". - უპასუხა მონტელამ.

საქართველოს ნაკრები, რომელმაც ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს პენალტების სერიაში 4:2 სძლია, ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანია უმასპინძლებს, საქართველო კი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც თურქეთის გარდა, მეტოქეებად ჩეხეთი და პორტუგალია ეყოლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.