შენგელიამ მძიმე ტრავმა მიიღო - რა დროს გამოტოვებს ქართველი? » სპორტის ხაზი

შენგელიამ მძიმე ტრავმა მიიღო - რა დროს გამოტოვებს ქართველი?

შენგელიამ მძიმე ტრავმა მიიღო - რა დროს გამოტოვებს ქართველი?
28-03-2024, 00:11
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლევან შენგელიას მძიმე ტრავმა აქვს, ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავართან" საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ ისაუბრა.

"მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ზუსტად ახლახანს მომივიდა რენტგენის პასუხი, რომლის თანახმადაც მცირე მოტეხილობა აქვს. თუმცა, საგანგაშო მაინც არაფერია, რადგანაც რამდენიმე კვირაში ლევანი მწყობრში იქნება. გახსოვთ თამაშისაც ცუდი შეჯახება იყო, როდესაც შენგელია და მისი მეტოქე ერთდროულად წაიქცნენ და ბერძენი მოთამაშე მას მთელი ტანით სახსარზე დაეცა. ამან გამოიწვია დიდი წვივის მედიალური გოჯის მწვერვალი მოტეხილობა.

იმ მომენტში მე მაშინვე მოედნის კიდესთან მივედი, თუმცა, მსაჯმა მანიშნა, რომ სერიოზული არაფერი იყო. როგორც სჩანს, თავიდან ლევანმაც უთხრა, რომ თამაშის გაგრძელებას მოახერხებდა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ძლიერი ტკივილი ჰქონდა და ჩვენც გავიაზრეთ, რომ გაგრძელება შეუძლებელი იყო. იმ დროს გამაყუჩებლის გაკეთება დაგვჭირდა, თუმცა, როგორც აღვნიშნე, საერთო ჯამში სერიოზული არაფერია და ამდენად, ევრო 2024-ზე შენგელია აუცილებლად ითამაშებს".
- თქვა ხარაბაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.