საამაყო თაობა - საქართველოს 17-წლამდე ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია! » სპორტის ხაზი

საამაყო თაობა - საქართველოს 17-წლამდე ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საამაყო თაობა - საქართველოს 17-წლამდე ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
27-05-2024, 17:55
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 17-წლამდე ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრებმა პერუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე რვა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს და მედლების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდნენ.

ირაკლი ვეკუამ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, გივი დარსაველიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალო მოიგო, ლუკა სილაგაძემ ატაცსა და აკვრაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე წარმატებით გამოვიდა 14 წლის ჯაბა ტყეშელაშვილი, რომელიც, ასაკის მიუხედავად, ატაცში ვერცხლის მედლის მფლობელო გახდა და საქართველოს რეკორდი დაამყარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი