რამდენიმე საათის წინ, უცხოურმა BBC-მ დაწერა, რომ კატარში აქლემების სილამაზის მსოფლიოს თასი იმართება, სადაც სხვადასხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნები მონაწილეობენ.
როგორც კონკურსის ორგანიზატორი და სამედიცინო კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, ისინი თითოეულ აქლემს ამოწმებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ აქლემს პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული.
საინტერესოა, რომ როგორც კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, ზოგი მფლობელი აქლემს ბოტოქსს, ფილერსა და სილიკონს უკეთებს, რათა ისინი მეტად მიმზიდველები იყვნენ და გამარჯვების მეტი შანსიც ჰქონდეთ.