2022 წლის მუნდიალის ყატარში ჩატარებას არაერთი მომჩივანი გამოუჩნდა. სწორედ ამ თემას აგრძელებს BBC-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც ფანებისთვის განკუთვნილი სოფლიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ პირობებში მოუწევთ გულშემატკივრებს ცხოვრება (იხილეთ ვიდეო):
"მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, გარეთ კი საერთოდ ვერ გახვალ, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, თუმცა ამ ყველაფერში გასაკვირი საერთოდ არაფერი არ არის, რადგან საქმე უდაბნოსთან გვაქვს."
"სასტუმროში ღამის გათენება 200 დოლარამდე ჯდება, მაგრამ FIFA-ს საიტზე განთავსებულ ფოტოებთან შედარებით, აქაური ოთახები საერთოდ სხვანაირი და გაცილებით ცუდია. ეს ყველაფერი მოლაშქრეების ჰოსტელს უფრო ჰგავს და მასში ამხელა ფულის გადახდა ალოგიკურია."