ბუნდესლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰერტას დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:3 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ბაიერნის ქომაგებმა ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი გააკრიტიკეს, ბანერით:
"15 000 დაიღუპა ფეხბურთის 5 760 წუთის სათამაშოდ. გრცხვენოდეთ!"
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას და სტადიონების მშენებლობას ათიათასობით მუშა შეეწირა, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა.