ამ წუთებში მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიის დაპირისპირება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში.
აკაკი ტაბუცაძემ უკვე მეორე ლელო დადო დღეს და თავის სანაკრებო კარიერაში რიგით 27-ე ლელო დადო. ამით ტაბუცაძე მამუკა გორგოძეს გაუთანაბდრა საუკეთესო მელელოვეებს შორის.
აბჟანდაძემ ჯარიმა ვერ გამოიყენა. ანგარიში კი არის 12-8.
აღსანიშნავია, რომ თუ ფინალში პორტუგალიას დავამარცხებთ, ეს იქნება მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე, ასევე წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდოდ, 29-მდე გაიზრდება და მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ