ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში » სპორტის ხაზი

ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში

ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში
5-05-2025, 15:37
Aa Aa
გაზიარება:

ბორჯღალოსანმა ბექა საღინაძემ ჩელენჯ თასის ნახევარფინალში ‘რასინგ 92’-ს ლელო გაუტანა და ‘ლიონს’ ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

26 წლის მესამეხაზელი თამაშში 47-ე წუთზე ჩაერთო, 4წუთში რაქიდან შეუტია და ძალისმიერი ლელო გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიში 18:8 გახდა. საბოლოოდ ‘ლიონმა’ 29:15 გაიმარჯვა და ჩელენჯ თასის ფინალში 23 მაისს ინგლისურ ‘ბასს’ შეერკინება, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში ‘ედინბურგს’ სძლია (39:24).

სამწუხაროდ, საღინაძემ ტრავმა მიიღო და 66-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. ‘ლიონის’ რიგებში სრულად გაისარჯა ფულბეკი დავით ნინიაშვილი, ხოლო ‘რასინგ 92’-ის განაცხადში იყო გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო.

ქართველების ‘ლიონმა’ ჩელენჯ თასის ფინალში 2022 წელს ითამაშა, ‘ტულონი’ 30:12 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა, ახლა კი იგივეს გამეორებას ინგლისურ ‘ბასთან’ ეცდება.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი