გენიალური ჩანაფიქრი - ვის დამატებას აპირებს ლუის ენრიკე ზაფხულში » სპორტის ხაზი

გენიალური ჩანაფიქრი - ვის დამატებას აპირებს ლუის ენრიკე ზაფხულში

გენიალური ჩანაფიქრი - ვის დამატებას აპირებს ლუის ენრიკე ზაფხულში
გუშინ, 11:47
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული გრანდი "პარი სენ-ჟერმენი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდის გაძლიერებაზე უკვე მუშაობს და ყურადღება უკრაინის ნაკრების ცენტრალურ მცველ ილია ზაბარნიზე გაამახვილა — ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport.ch ავრცელებს.

როგორც ირკვევა, პარიზელები სეზონის ბოლოს შესაძლოა დაემშვიდობონ გუნდს ერთ-ერთ ლიდერსა და კაპიტანს — მარკინიოსს, რაც დაცვის ცენტრში თავისუფალ პოზიციას გააჩენს. ზუსტად ამ კონტექსტში განიხილება ზაბარნის კანდიდატურა, რომელსაც დაცვის ხაზში სტაბილურობითა და სიმშვიდით გამოარჩევენ. მის გარდა, პსჟ-ს სამიზნეებად სახელდება ასევე ბელგიური "ბრიუგეს" ეკვადორელი მცველი ჟოელ ორდონიესიც.

22 წლის ზაბარნი ამჟამად ინგლისურ "ბორნმუთში" ასპარეზობს და კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს — მოქმედი შეთანხმება 2029 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული. Transfermarkt-ის შეფასებით, ახალგაზრდა მცველის სავარაუდო საბაზრო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ "ბორნმუთი" ზაბარნის გადაბირებას იოლად არ დათანხმდება, პსჟ-ს ფინანსური რესურსები და ამბიციური გეგმები ზაფხულში ტრანსფერის განხორციელებას რეალობად აქცევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი